FuLA - დამსახურებით
[00:00.63] Lyrics:
[00:12.85] თავდაპირველად იყო სიტყვა ...
[00:14.44] თავდაპირველად სიტყვას ვიტყვი.
[00:16.04] არც ერთი არ იყო სწორად კითხვა
[00:17.64] დასმული,
[00:18.17] და რაც იცი, არასწორად იცი ...
[00:19.50] არ ჭირდება ჩემს სიტყვას ფიცი,
[00:21.09] მერამდენედ უნდა დავამტკიცო,
[00:22.68] ჩემი გეგმაც უკვე კარგად იცი,
[00:24.27] ყველას ვისაც ძინავს უნდა გავაღვიძო.
[00:25.87] ადექით! ადექით! ბევრია უკვე რაც გეძინათ მთელი ეს დრო,
[00:29.05] შეხედეთ ქვეყანას, ნაცრისფერი აქვს, არადა ამბობენ ფერი ედო,
[00:32.24] მეც გამაცანი თუ იპოვნე ვინმე ტიპი აქ მართალი და საიმედო,
[00:35.71] გამოიძახეთ თეთრი ანგელოზები, მზად არის შავი გეტო ?!
[00:39.20] რომ არ გაიჩინო მტრები, ახლობლებს მოერიდე,
[00:42.39] თუ გინდა ერთად დავტესტოთ მაქედან რომელიმე,
[00:45.88] შენ ხომ მთელი ამ არსებობის დადასტურება ხარ,
[00:49.07] მათ კი უყვარხარ, იქამდე, სანამ საკუთრება ხარ ...
[00:52.52] და თუ მაინც თვალწინ გიკვდება ეს ყოვლად უაზრო და უმისამართო დღე,
[00:55.71] მაშინ უნდა ყოფნის ეცადო სულ სხვა სიმაღლეზე და არ უნდა გადმოხტე,
[00:58.90] თუ არ გინდა გამოტყდე, მაშინ შენთვის გადატყდი,
[01:02.67] არ მეგონა სამოთხეს თუ სადმე აქვე ვნახავდი ...
[01:05.85] რაც მაქვს ... ჩემი დამსახურებით (მხოლოდ ჩემი)
[01:09.05] რაც გაქვს ... შენი დამსახურებით (მხოლოდ შენი)
[01:12.49] რაც გვაქვს ... ესეც ჩვენი დამსახურებით, (ესეც ჩვენ!)
[01:15.45] ჩვენსკენ ნუ იყურებით, არავის ვემსახურებით ! (2X)
[01:32.46] პატივი ეცი ამ ნარგავს,
[01:34.06] მისი ნაყოფია რომ გკარგავს,
[01:35.68] მგონი ეს გინდოდა "კაკრას"
[01:37.05] ფეხზე რატომ არავინ არ დგას ?
[01:38.91] ყველას უნდა გამოჩენა, მაინც არავინ არ ჩანს,
[01:42.10] ერთმანეთის გამოჭერაზე ბრბო ერთმანეთს დაჭამს ...
[01:45.82] უიმედობის გრძნობის რამდენ ხანს გაგრძელდა განცდა,
[01:49.03] დიდხანს ვიყავით ფიქრებში მაძიებლები განძთა,
[01:52.23] რამდენ პრობლემას დავეჯახეთ და რამდენი აგვცდა,
[01:55.70] ცუდი სიტყვები დაგვცდა, კარგი სიტყვები გაცვდა ...
[01:59.15] ეს დარვინის თეორიაა, თუ მოდგმაა კაცთა ?
[02:02.34] ნახვა ევოლუციის ღირს მილიონი წლით დაცდა,
[02:05.79] რა ვერ გაიგეთ ამ რეკლამებით არ ვიკერებით !
[02:08.71] შევიკრიბებით, სხვა ინტელექტით დავიტენებით,
[02:12.43] გავსებთ თემებით -
[02:13.49] არისტოტელეზე, ხანაც სოკრატეზე, ხანაც პეტრიწზე,
[02:15.65] თუ არ ახტები,
[02:16.98] როგორ მიხვდები,
[02:17.78] როგორ განსაზღვრავ, რომ უნდა ვერ მიწვდე ?!
[02:19.10] და მეც სავსებით,
[02:20.18] ჯიბეც სავსებით,
[02:20.98] სადმე დავსხდებით და მეც მოგისმენ...
[02:22.57] მთელი არსებით,
[02:23.38] რომ იარსებო (დედამიწაზე)
[02:24.44] მიხვდები ამას რომ ირბენ ...
[02:26.30] რაც მაქვს ... ჩემი დამსახურებით (მხოლოდ ჩემი)
[02:28.96] რაც გაქვს ... შენი დამსახურებით (მხოლოდ შენი)
[02:32.15] რაც გვაქვს ... ესეც ჩვენი დამსახურებით, (ესეც ჩვენ!)
[02:35.33] ჩვენსკენ ნუ იყურებით, არავის ვემსახურებით ! (2X)
